რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან
ავთანდილ უგრეხელიძესთან და მერის მოადგილე დავით გვიშიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მშენებარე ტურიზმის ცენტრი მოინახულეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

















