logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ლევან დავითაშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
ლევან დავითაშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
14:52 19.12.2017
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. სტუმრები 8 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს გაეცნენ.
სტუმრებმა ქალაქი სიღნაღი დაათვალიერეს და კომპანია „წინანდლის მამულები“ მოინახულეს. ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია გააცნო და დარგის განვითარებასა და პერსპექტივებზე ესაუბრა.
„ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც მომავალი ლიდერები შეიძლება იყვნენ, ქართული ღვინის შესაძლებლობები, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის პერსპექტივები გავაცანით. ამავე დროს, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. არაერთ ეკონომიკურ პროექტში საქართველო შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო ქვეყანა. სტუმრებთან ვისაუბრეთ ჩვენ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე და იმ პოზიციაზე, რომელიც საქართველოს დღეისათვის აქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საქართველოში ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის მაგისტრის, ზვიად არძიმბაიას ინიციტივით ჩამოვიდნენ.
„დღეს ჩვენ შევხდით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და შევიტყეთ, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ღვინის წარმოება დაიწყო. ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა შთამბეჭდავია; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ყურადღებას აქცევს ამას მთავრობა. საინტერესოა ქართული ღვინის წარმოების უნიკალური წესი. დარწმუნებული ვარ, ქართული ღვინო იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო მთელს მსოფლიოში. ჩვენ, პირადად მე, ვიქნები ქართული ღვინის ადვოკატი მთელს მსოფლიოში. ვუსურვებთ დიდ წარმატებას ქვეყანას და მთავრობას იმ ძალისხმევაში, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ითვალისწინებს“, - განაცხადა სტუდენტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჰარვარდის კურსდამთავრებულმა, სამუელ კიმიმ.
ჰარვარდის კურსდამთავრებულებმა, კახეთში სტუმრობის დროს, ქვევრის ღვინოც დააგემოვნეს, დაესწრნენ ჭაჭის დაყენების პროცესს და ჩურჩხელები ამოავლეს; დღის ბოლოს კი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, უახლოეს მომავალში საქართველოს გაფართოებული შემადგენლობით ეწვიონ, რათა ქვეყნის პოტენციალი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა