თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ დეპუტატი ზაზა გაბუნია დღეს თბილისში ბაბალაშვილების ხუთსულიან სოციალურად
დაუცველ ოჯახს ესტუმრა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ბაბალაშვილები 12 წელია სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში რთულ პირობებში ცხოვრობენ.
გაბუნიას თქმით, „ქრისტიან-დემოკრატებისთვის” მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უფრო სწრაფად და ეფექტურად რეაგირებდეს მსგავსი ოჯახების საჭიროებებზე, ზოგადად, ჯანდაცვის, სოციალურ და საცხოვრებელთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე.
ბაბალაშვილების ოჯახი სოციალური დაცვის სააგენტოს ბაზაშია რეგისტრირებული. მათი სარეიტინგო ქულა 20 000-ია. ოჯახის წევრთაგან არც ერთი მუშაობს.
გაბუნიას განცხადებით, სპეციალურმა კომისიამ და შესაბამისმა უწყებებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ამ ოჯახის სარეიტინგო მონაცემები და მას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

















