logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება უნდა ემსახურებოდეს ოპტიმიზაციის ნამდვილ მიზნებს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება უნდა ემსახურებოდეს ოპტიმიზაციის ნამდვილ მიზნებს
17:02 15.12.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილების მიზანი ნაკლები ბიოროკრატიული ხარჯი უნდა იყოს და არა - დაწესებულებისთვის ქვემდებარეობის შეცვლით არსებული მდგომარეობის შენარჩუნება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2017 წლის ივნისში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის თაობაზე მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნდა და სააგენტოს მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების ხარჯთეფექტურობის საკითხს დასვა.

ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შესწავლილიყო ინფორმაცია, 2014, 2015 და 2016 წლებში სააგენტოში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ და მათი მიზნობრიობა, ასევე, სააგენტოს მხრიდან გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების საკითხი, სააგენტოს კვლევითი საქმიანობა, ურთიერთობების ხარისხი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებლები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. ჰყავს 24 თანამშრომელი, რომელის აღმასრულებელ რგოლში გვხდება თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, სამსახურის უფროსები, მთავარი მრჩევლები, წამყვანი სპეციალისტები. სააგენტო 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 5 330 000 ლარით, 2016 წელს - 5 600 000 ლარით, 2015 წელს - 4 200 000 ლარით, ხოლო 2014 წელს - 2 322 200 ლარით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯვითმა ნაწილმა 2014-2016 წლებში, 12 122 000 ლარი შეადგინა, აქედან სხვადასხვა რელიგიური თემების მიმართ გაიცა 9 450 000 ლარი, ხოლო დარჩენილი 2 672 000 ლარი მოხმარდა სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლის შრომით ანაზღაურებას. კერძოდ, სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 23 747 ლარი, პრემიამ 2 950 ლარი, დანამატმა კი - 15 000 ლარი, 2015 წლის თანამდებობრივმა სარგომ - 35 400 ლარს, პრემიამ - 2 360 ლარი, ხოლო დანამატმა - 27 300 ლარს. რაც შეეხება 2016 წელს, თანამდებობრივი სარგომ შეადგენა - 35 400 ლარი, პრემიამ 2 950, ხოლო დანამატმა 34 100 ლარი. ორგანიზაციამ შეისწავლა თავმჯდომარის მოადგილის შრომითი ანაზღაურების ხარჯები. მოადგილის 2014 წელს თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 18 900 ლარი, პრემიამ - 2 700 ლარი, ხოლო დანამატმა - 10 000 ლარი, 2015 წელს თანამდებობრმა სარგომ შეადგენა - 30 272 ლარი, პრემიამ - 2 160, ხოლო დანამატმა - 13 100 ლარი, 2016 წელს კი თანამდებობრივი სარგო წარმოადგენდა 3 214 ლარს, ხოლო დანამატი 1 100 ლარს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, შრომით ანაზღაურებებზე, 2016 წელს სულ გაიცა 562 217 ლარი, 2015 წელს - 524 395.00 ლარი, 2014 წელს - 310 027.49 ლარი. რაც შეეხება პრემია-დანამატების ოდენობას, 2016 წელს პრემიის სახით გაიცა 59,050 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 191,700 ლარი. 2015 წელს პრემიის სახით გაიცა - 26,240 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 122,450, ხოლო 2014 წელს, პრემია-დანამატმა შეადგინა 89,030 ლარი. ორგანიზაცია, ყოველივე ზემოაღნიშნულდიან გამომდინარე მიიჩნევდა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯთეფექტურობის და მიზნობრიობის საკითხი შესაბამის ანალიზსს მოითხოვს. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სააგენტოში ყოველთვიური ხასიათი გააჩნდა დანამატების გაცემის პროცესს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც სააგენტოს საქმიანობა, მისი მაღალი დანიშნულების მიუხედავად, არ მოითხოვს შრომითი ძალების განსაკუთრებულ მობილიზებას და ჩართვას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა