logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მეცნიერებათა აკადემიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიული ხედვა განიხილეს
მეცნიერებათა აკადემიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიული ხედვა განიხილეს
16:57 15.12.2017
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებსა და მიდგომებზე იმსჯელეს, სადაც აკადემიის წევრ მეცნიერებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიული ხედვა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გააცნო. გიორგი ხანიშვილმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებზე, მიღებულ შედეგსა და სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით აღინიშნა სამეცნიერო წრეების ჩართულობის მნიშვნელობა. ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მეცნიერებთან.

„საინტერესო შეხვედრა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. საქართველოს აგრარული სექტორი რთული გამოწვევის წინაშე დგას. მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა - სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, თავად მოსახლეობის მონაწილეობა არის უმნიშვნელოვანესი. სახელმწიფო შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად გააგრძელებს მასშტაბურ ღონისძიებებს, მონიტორინგს და საინფორმაციო კამპანიას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ შეხვედრას აკადემიის წევრი მეცნიერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის, ბიზნესსექტორის, ასოციაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაიმართა დისკუსია.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მავნებელთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება.


2017 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ 110 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იყო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანია. პრეპარატი 90-იანი წლებიდან არის რეგისტრირებული და გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2010 წლიდან რეგისტრირებულია საქართველოში. სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი მასიურად არის გავრცელებული, დაახლოებით 230 ათას ოჯახს პრეპარატები, ფერომონები და საინფორმაციო მასალები უსასყიდლოდ გადაეცა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, REAP-ის მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა. შეიქმნა მავნებლის მონიტორინგის სისტემა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა