logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: თსუ ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე მხოლოდ საგანმანათლებლო კერაა
პრემიერი: თსუ ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე მხოლოდ საგანმანათლებლო კერაა
14:24 15.12.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო კულტურის კერა და სახელმწიფოებრიობის ბურჯი.
ამის შესახებ პრემიერმა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნების იმ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები იწყება.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა - ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება"- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც 100 წლის წინ დაარსდა, წარმოიქმნა უნივერსიტეტის იდეა და ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, დღეს ხდება ამ იდეის განახლება და იქმნება საზოგადოება, რომელიც ისევე დაუდებს დასაბამს დიდი იდეის განვითარებას, როგორც ეს მოხდა 100 წლის წინ.
„მე ამის დიდი იმედი მაქვს. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუხელმძღვანელო სახელმწიფო საიუბილეო კომისიას, რომელიც მოამზადებს ამ ღონისძიებების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს. ეს ღონისძიებები ჩატარდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. დღეს ჩვენ ყველას გვეამაყება ყოფნა იმ უნივერსიტეტში, რომელმაც ძალიან ბევრი პიროვნება გაზარდა, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიტანეს და რომელთაგან თითოეულის სახელი ჩვენ გეამაყება. ჩვენ საფუძველს ვუყრით საქმეს, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების 100 წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ სასიქადულო მამულიშვილს გაუზრდის ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თსუ-ს მეორე კორპუსი აღდგება; ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტსა და უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET).
„ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი უნივერსიტეტის მომავლის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში შენარჩუნდება ყველა ის მნიშვნელოვანი დარგი; ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდება, მაგრამ ასევე განვითარდება ძალიან ბევრი ახალი მიმართულება. უნივერსიტეტი ყოველთვის იყო პროგრესის წყარო და თუ საიდანმე ქროდა სიახლის ქარი, ეს ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კიდევ ერთელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საიუბილეო ღონისძიებების დასაწყისს”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხელი მოაწერა დოკუმენტს, „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ შექმნის შესახებ. საზოგადოება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს აერთიანებს და მას ცნობილი მეცნიერი ზაალ კოკაია ხელმძღვანელობს.
გიორგი კვირიკაშვილი "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ გამგეობის წევრია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა