საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დღეიდან ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე იმსჯელებს.
როგორც სემეკ-ში განმარტავენ, სამომხმარებლო ტარიფებზე საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ყველა კომპონენტზე დასრულდება მსჯელობა.
„კომისია იწყებს განხილვას ჰიდროელექტროსადგურების „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ კასკადის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე, რაც შემდგომი წლების განმავლობაში იმოქმედებს. რაც შეეხება საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს- კომისია ამაზე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ყველა კომპონენტის ტარიფი დადგინდება“-განაცხადა სემეკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ქეთევან ბერიკაშვილმა.

















