ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ტუნაძეებსა და დაბა ხულოში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები
მოინახულა. გოჩა მელაძემ მათ წინა საახალწლოდ საკვები პროდუქტები გადასცა. მერმა ტუნაძეებში ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც 3 დეკემბერს განვითარებული ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფიორმაციით, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილია დროებით საცხოვრებელ ფართებში და მათ უკვე გაეწიათ დახმარება შეშით უზრუნველყოფის კუთხითაც. აგრეთვე, დაწყებულია შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება, რის შემდეგ დაზარალებულები დახმარების სახით 10000-10000 ლარს მიიღებენ.

















