ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში 2005-2010 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის ჭადრაკში
მუნიციპალური პირველობა გაიმართა.
შეხვედრაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატზე პირველი და მეორე ადგილები სოფელ ბეღლეთის ნადიმ ართმელაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლევან ხმალაძემ და ანრი შავაძემ მოიპოვეს, ხოლო მესამე ადგილზე დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლე ბაჩი შავაძე გავიდა.
ჩემპიონატს მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები მერმა გოჩა მელაძემ დააჯილდოვა.

















