logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 თბილისში ორდღიანი კონფერენცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები“ იმართება
თბილისში ორდღიანი კონფერენცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები“ იმართება
17:50 13.12.2017
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 14-15 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორში“კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები“ იმართება. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ „ისწავლე საქართველოში“ (STUDY IN GEORGIA) მხარდაჭერით ხორციელდება.
კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის პირველი ეტაპის შეჯამებას, რაც გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების განახლებას და მათ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებთან (ESG 2015) შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, რეფორმა მიზნად ისახავს განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგში.
კონფერენციაზე განიხილება ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებების შედეგები, რეფორმის განხორციელების შემდეგი ნაბიჯები და შესაძლებლობები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
კონფერენციაზე მოწვეულები არიან განათლების სფეროს საერთაშორისო ექსპერტები: ქათი დუკარტესი - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ვიცე პრეზიდენტი და ბელგიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს აღმასრულებელი თავმჯდომარე; ჯანეტ გრანტი - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი; ალექსანდრე ჰასგალი - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს თავმჯდომარე.
კონფერენციას ესწრებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, სტუდენტები, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა