ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით დღეს, 14 დეკემბერს თბილისის ზოგიერთ
უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
სამგორის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფერმწერთა დასახლების, ნუცუბიძის IV დაV მიკრორაიონების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ავთო ვარაზის და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წალკის, დეკაბრისტების, ბოლნისის, ვეზიროვის, გრიშაშვილის, ლორთქიფანიძის ნადიკვარის, საბანაძის, ბექა ოპიზარის, თელეთის, ქუმსიაშვილის, იაკობ ცურტაველის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

















