კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიას კვალიფიციური ადამიანები სჭირდება და
უწყებაში რეორგანიზაციაა გამოცხადებული.
დედაქალაქის მერის განმარტებით, მომავალი წლიდან ატესტაციები და კონკურსებიც იქნება.
„აუცილებლობა არის ძალიან ბევრი. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადამიანები. იცით, რომ რეორგანიზაცია არის გამოცხადებული მთელ რიგ სამსახურებში. შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები იქნება მომდევნო წლიდან, იქნება ასევე, ატესტაციები, კონკურსები და შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია, განათლება და პატიოსნება აქვს, აუცილებლად იმუშავებენ ჩვენთან ერთად,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

















