logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15:19 12.12.2017
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა - „ინტელექტუალური საკუთრების აღსრულება საბაჟოსა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის“ იმართება.
ღონისძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ გახსნეს.
შეხვედრაზე საქართველოში სასაქონლო ნიშნების კონტრაფაქციისა და საავტორო უფლებების მეკობრეობის გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ამ კუთხით, დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ აღნიშნა, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანად განხორციელებისთვის, სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებული მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
,,ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა და კონტრაფაქციასთან ბრძოლა დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისათვის სისხლის სამართლებრივი მექანიზმების სწორი და ეფექტიანი იმპლემენტაცია, საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება როგორც ,,საქპატენტთან“, ასევე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რაც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და გამოძიება კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“ - აღნიშნა ლევან გამყრელიძემ.
როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა, მისასალმებელია, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ ,,საქპატენტის“ მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების საკითხებზე გამართულ ტრენინგებში, რაც მათ საქმიანობას აღნიშნულ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიმართულებით უფრო ეფექტიანს გახდის.
ღონისძიებას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) უფროსი სამართლებრივი მრჩეველი ქსავიერ ვერმანდელი ესწრებოდა, რომელმაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისადმი დაბალანსებული მიდგომების შესახებ და ინტელექტუალური საკუთრების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე პრეზენტაცია წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრისთვის ,,საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ისმო-ს სახელმძღვანელო სამართალდამცავი უწყებებისა და პროკურორებისათვის - ,,ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დანაშაულის გამოძიება და სისხლის სამართლის დევნა“. სახელმძღვანელოში განსაზღვრულია სასაქონლო ნიშნის კონტრაფაქციაზე და საავტორო უფლებების სფეროში მეკობრეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის არსებითი ელემენტები და გაანალიზებულია სამართლებრივი დევნის წარმატებით წარმართვის პირობები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საგამოძიებო და საბაჟო სამსახურების, პროკურატურის, სასამართლოების და ,,საქპატენტის“ წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები ესტონეთიდან, მოლდოვადან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა