logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: რეალიზებული, კანონით და საზოგადოებით ზურგგამაგრებული და დაცული ქალი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ქმნის
კახა კალაძე: რეალიზებული, კანონით და საზოგადოებით ზურგგამაგრებული და დაცული ქალი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ქმნის
11:58 12.12.2017
თბილისის მერის განცხადებით, ბედნიერი, რეალიზებული, კანონით და საზოგადოებით ზურგგამაგრებული და დაცული ქალი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ქმნის. ამის შესახებ კახა კალაძემ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე კონფერენციის - „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“ გახსნაზე განაცხადა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას დღევანდელი ხელისუფლებისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის აღნიშნული თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ქალის როლი, მონაწილეობა და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის ისტორიულად ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ჩვენ გვყავდა ქალი მეფე, პირველი ქალი პარლამენტარები, ქალები მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაში, ჩვენი ქვეყანა გამორჩეული იყო არა მარტო რწმენის და ეროვნების მიმართ განსაკუთრებული ტოლერანტობით, არამედ გენდერული ტოლერანტობითაც, რაც იყო უაღრესად პროგრესული მაშინდელი სამყაროს ფონზე. ჩვენ ეს ისტორიული მეხსიერება არ უნდა დავკარგოთ და რაც მთავარია, ამ მენტალური მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი უნდა გავხდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ქვეყანაში მთავარი ღირებულება ადამიანია. ადამიანზე ორიენტირებული სისტემა კი, არა მარტო არაძალადობრივი მართვა, კანონის უზენაესობა და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებია, არამედ ის საზოგადოების ნებისმიერ წევრზე ყველა სიკეთისა და მონაპოვრის თანაბრად განაწილებას გულისხმობს.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის საზოგადოების, რომელიც ამჟამად ფორმირების პროცესშია, ჰარმონიული და სწორი განვითარების საწინდარი. არ შემიძლია არ ვთქვა იმ განსაკუთრებულ ბედზე, რაც ჩვენი ქვეყნის ქალებს ერგოთ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ამას უბრალოდ ვერ ავუვლი გვერდს. ეს არის ყოველდღიური გმირობისა და თავგანწირვის უნიკალური მაგალითები. ჩვენი ქალები შეეჯახნენ ყველანაირ უკანონობას, ძალადობას, ძმათამკვლელ ომს და გაჭირვებას, ჩვენი ქალბატონები შრომობენ უცხოეთში, მსახურობენ საპასუხისმგებლო პოზიციებზე, ზრდიან შვილებს და ცდილობენ საზოგადოების ფორმირებაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები ქალბატონების წინაშე, ოჯახური თუ გენდერული ძალადობის სახით, ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემა დგას.

„ყველა ის უბედურება, გაჭირვება და ხალხში დაგროვილი აგრესია ამ ძალადობის სახით ჩამოყალიბდა და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევაა, რაც ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ამ პრობლემების დაძლევაში თითოეულმა ჩვენგანმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით, ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ. მეც ამ საქმეში თქვენს გვერდით მიგულეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა