სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ლარის კურსის
გარშემო მიმდინარე პროცესები ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ღირებულებაზე ზეგავლენას იქონიებს.როგორც ნუგზარ ბერიძე განმარტავს, ზუსტი ტარიფები წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.
„ტარიფების დადგენა დეკემბრის თვეში მოხდება. ლარის კურსის გაუფასურება გარკვეულწილად მოქმედებს ტარიფებზე, აქედან გამომდინარე, ის ზეგავლენას იქონიებს ამ შემთხვევაში. უბრალოდ, ახლა მე არ შემიძლია დაგისახელოთ რაიმე კონკრეტული ციფრი თუ რა მოცულობით და რა რაოდენობით იქნება ეს ზემოქმედება განხორციელებული,“ - აცხადებს სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე.

















