საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს ქალთა სამედიცინო ცენტრში „ახალი სიცოცხლე“ ახლადდაბადებული ტყუპები
მოინახულა. ამის შესახებ faсebook-ზე პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
მიხეილ სააკაშვილმა ნონა ვარშანიძისა და დიმიტრი კოღუაშვილის ოჯახს მათი დაბადება მიულოცა და საჩუქრებიც გადასცა.
ნონა ვარშანიძემ 4 ივლისს ოთხი ტყუპი - ორი ბიჭი და ორი გოგონა საკეისრო კვეთით გააჩინა. დედაც და პატარებიც - დიმიტრი, ბარბარე, ანდრია და მაია თავს კარგად გრძნობენ.
ნონა ვარშანიძე და მისი მეუღლე დიმიტრი კოღუაშვილი ბათუმში ცხოვრობენ. მათი უფროსი ქალიშვილი ნინი 12 წლისაა.

















