logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ჩვენი ვალია თითოეული ჩუქურთმა, რომელიც თბილისს აქვს, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, შემოვინახოთ
პრემიერი: ჩვენი ვალია თითოეული ჩუქურთმა, რომელიც თბილისს აქვს, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, შემოვინახოთ
16:01 11.12.2017
ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს თბილისის მერიამ გამართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
პრემიერმა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისი მიულოცა ყველას და ხაზი გაუსვა ორბელიანის მოედნის განსაკუთრებულობას.
„ამ ადგილას განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის ჰარმონია, რომელიც თბილისს გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან, აქ სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის. “ახალი ტფილისი“ არის სწორედ ამ სიძველის და სიახლის გამაერთიანებელი, შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო. განხორციელდა ძველი აღმაშენებლის რეაბილიტაცია და ის დღეს ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს, რომელშიც მე მას მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო. ეს ადგილი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მწვანე სივრცეებით. ჩვენ ამ ადგილისგან მივიღებთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანს, რომელიც იქნება გამორჩეული და უსაყვარლესი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მიმზიდველი გახდება ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისათვის, სტუმრებისათვის. ჩვენი ვალია, დღეს, როდესაც განვითარების ახალი მოთხოვნებია, როდესაც განვითარების სისწრაფე სრულიად ახალ ტემპებს იღებს, რომ თითოეული ჩუქურთმა, რომელიც თბილისს აქვს, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, შემოვინახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ, რა თქმა უნდა. ეს პროექტი თბილისში შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსი იქნება დამხმარე იმისათვის, რომ აქ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე. ახალი სიცოცხლე, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ადგილის კოლორიტს ქმნიდნენ დღემდე, ეს არიან პირველ რიგში ამ მიდამოებში მცხოვრებლები და რა თქმა უნდა, ის ხელოსნებიც, რომლებიც „პირიმზეში“ მუშაობდნენ და დღეს გადანაცვლებულნი არიან აქ სხვადასხვა შენობაში, ყველა უნდა დარჩეს აქ. ყველასთვის უნდა მოიძებნოს ადგილი იმ განახლებულ თბილისში, რომელიც ჩვენთვის იქნება მართლაც ულამაზესი და უსაყვარლესი ადგილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისს. ახალი წელი გვიახლოვდება, საახალწლოდ ახალი განწყობა და ახალი სიხარული გვჭირდება და დღევანდელი დღე არის სწორედ ერთი ძალიან დიდი ახალი სიხარული, რომელიც ჩვენს თბილისელებს ექნებათ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს, 2018 წელს დასრულდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა