logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პრემიერი: საქართველოს გააჩნია სასულიერო და საერო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის ის მოდელი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა
პრემიერი: საქართველოს გააჩნია სასულიერო და საერო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის ის მოდელი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა
15:20 11.12.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა დისერტანტ ირაკლი ორჟონიას თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი მოვლენა.

"დღევანდელი დღით პრაქტიკულად იკვრება მთელი სისტემა სასულიერო სისტემისა და სასულიერო აკადემიის ბაზაზე, როდესაც შესაძლებელი იქნება საქართველოში როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ისე- დოქტორანტურის დასრულება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების მოღვაწეთ აღარ ექნებათ საჭიროება, დოქტორის ხარისხის საქართველოს გარეთ დაცვის საჭიროება. მე ეს ძალიან მახარებს იმიტომაც, რომ ჩვენ ვართ იმ ქვეყნის წარმომადგენელნი, რომელსაც მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების უდიდესი ტრადიციები გააჩნია. სწორედაც ამ ტრადიციების გაგრძელება და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, დაგვირგვინებაც გახლავთ დღევანდელი დღე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენთვის ყველასთვის ძალიან დიდ ადამიანს, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ და პატივსაცემ ადამიანს, ჩვენს პატრიარქს იმისათვის, რომ სხვა მრავალ ღვაწლთა შორის, საქართველოში მისი 40-წლიანი მეუფება აღინიშნება უდიდესი და უმნიშვნელოვანესი სინთეზით სულიერებასა და მეცნიერებას შორის. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გვირგვინთაგანი თქვენი მოღვაწეობისა, თქვენო უწმინდესობავ და ამას ყველა აღიარებს. ამ დარბაზში არაერთი ადამიანი ზის, რომელთაგან თითოეული მათგანის საზოგადოების წევრობით ნებისმიერ ქვეყანა იამაყებდა. და ამ საზოგადოებისა და ჩვენი ეკლესიის ერთობა არის სწორედ ის ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს სასურველ მიზნამდე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის როლზე საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.

"ჩვენ ყურადღებით გავეცანით საპატრიარქოს განცხადებას ცნობილი მოვლენების შესახებ და მთლიანად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ განცხადებაში არის მოცემული. განათლების სისტემა ვერ იქნება განყენებული საზოგადოებისგან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერებაზე არის საზრუნავი. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მსჯელობაც არ მიმდინარეობს ვინაიდან, მსჯელობის კულტურაც არის ის, რისი აღდგენაც ჩვენ ყველას ერთად გვმართებს. ეს არის რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, ეკლესიის ჩართულობით და მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით, რომ ვიპოვოთ ის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. ამ გზას დიდი ძებნა არ სჭირდება. საქართველოს გააჩნია სასულიერო და საერო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის, თანამშრომლობის ის მოდელი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მე ამაზე მისაუბრია და მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მოკრძალებით განვაცხადო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის შემნარჩუნებელი, გადამრჩენი და ჩვენი ქვეყნის სულიერი მამოძრავებელი ძალა. ინსტიტუციურად, რა თქმა უნდა, ეკლესია და ხელისუფლება არის ცალ-ცალკე ინსტიტუციები, მაგრამ მსოფლმხედველობრივად, შეუძლებელია და არც არავინ უნდა მოისურვოს ამ კავშირის გაწყვეტა, რომელმა კავშირმაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა შემოგვინახა. სწორედ ამ კავშირის განვითარება და გაძლიერება უნდა ვისურვოთ ყველამ. ეს კავშირი, რა თქმა უნდა, არის საგანმანათლებლო სისტემასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და ამ კავშირის გაძლიერება არის ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, სწორი ფორმით და სწორი თანამშრომლობით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სურვილს, მთელი მთავრობის სახელით, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა ეს სინერგია, ეს უდიდესი მნიშვნელობის თანამშრომლობა სასულიერო და საერო ხელისუფლებას შორის შედგეს. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის განათლების სისტემის სწორი განვითარების ირგვლივ თანამშრომლობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოს წევრები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა