logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს
15:21 11.12.2017
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, ორბელიანის მოედანზე გამართა.

კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდს, დედაქალაქის მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც თბილისის მერმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა, საკანალიზაციო, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები უკვე განხორციელდა.

„პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ამ კონკრეტულ უბანში ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შესაბამისად, აქ აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება. აღნიშნული პროექტი იმ დიდი კონცეფციის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მთლიანად ძველი, ისტორიული თბილისის რეაბილიტაციას მოიცავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტურიზმის განვითარებაში თბილისის ისტორიული ნაწილის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ ძველი თბილისის მოსახლეობისთვის ცხოვრება კომფორტული და რაც მთავარია, უსაფრთხო გავხადოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ოჯახს, რომლებმაც ამ სახლებში თაობები იცხოვრეს და ძველ თბილისს უნიკალური იერსახე შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნეს, დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემთვის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ შენობებს მოერგო, არ დააზიანა ფასადები, სადარბაზოები და მთლიანობაში ეს უნიკალური არქიტექტურა დღემდე მოიტანა, არის ნამდვილი, საპატიო თბილისელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ქალაქის განვითარებისთვის შესაბამისი პროექტები იგეგმება, რომელთა განხორციელებაშიც თითოეული თბილისელის როლი მნიშვნელოვანი იქნება.

პროექტის პრეზენტაციაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმაც მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება.

„ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ არეალში, 9 აპრილისა და ორბელიანის სკვერების რეაბილიტაციით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სარეკრეაციო ზონაში მწვანე კომპონენტის მოცულობის მატებას. რეაბილიტირებული არეალი სრულიდ იქნება ადაპტირებული არამხოლოდ შშმ პირებისთვის, არამედ ყველა მომხმარებლისთვის“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, კონკრეტულ არეალსა და მომიჯნავე ქუჩებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უძრავი ქონების ღირებულება, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 52 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას, ისტორიული და რიგითი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას, რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობა-რედიზაინს, მწვანე კომპონენტის განახლებასა და ახალი სივრცეების მოწყობას.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს. პროექტის მიმდინარეობისას 2000-მდე ადამიანი დასაქმდება.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა