logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ლუპჩო ნიკოლოვსკის შეხვდა
ლევან დავითაშვილი ლუპჩო ნიკოლოვსკის შეხვდა
13:26 11.12.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის - მაკედონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრს, ლუპჩო ნიკოლოვსკის შეხვდა.
ორი ქვეყნის მინისტრებს შორის გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა - მაკედონია ბევრი მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან პირობას ქმნის.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა კოლეგას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა.

„ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში - მაკედონიაში შესაბამისი სამინისტრო, სოფლის მეურნეობის საკითხებთან ერთად, მოიცავს ტყისა და წყლის რესურსების მართვას; აქვთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. მათთვის საინტერესოა საქართველოს გამოცდილება, რომელიც შესაძლოა პირდაპირ გაიზიარონ, ხოლო საქართველოს მხარისთვის ის გამოცდილება, რაც მაკედონიის სოფლის, სატყეო მეურნეობის და წყლის რესურსების სამინისტროს გააჩნია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტა” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო აგრარულ დარგში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების მნიშვნელობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა