კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა
მოხსნა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხეცურიანი განმარტავს, გადაწყვეტილების მიზეზი სხვისი პირადი ინტერესების დაუმარცხებლობა გახდა.
„მთელი გულით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ პირადი ინტერესების დამარცხება. ვიღაცის პირადი ინტერესები უფრო მაღლა დადგა ვიდრე კალათბურთის ინტერესები. ამიტომ, ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა“-განაცხადა ხეცურიანმა.

















