logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი გაიხსნა
კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი გაიხსნა
10:40 11.12.2017
კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებასთან დაკავშირებით კურორტზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სხვა ოფიციალური პირები და სტუმრები იმყოფებოდნენ.
გოდერძზე სეზონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას კურორტ “გოდერძის“ სეზონის გახსნა მიულოცა და კურორტზე 4 ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყება დააანონსა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის რეგიონი არის 12 თვის დასასვენებელი ადგილი, გოდერძი კი ძალიან მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი. ასევე, ზურაბ პატარაძემ დააანონსა ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა.
,,გოდერძის უღელტეხილზე გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ხელი მოეწერა კიდევ 4 ახალი სასტუმროს მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის. რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დამუშავების სტადიაშია და ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ ახალ ინვესტორებს. ჯამში, 10-ზე მეტი სასტუმრო კომპლექსი ამ ეტაპზე შენდება გოდერძზე. ფაქტობრივად, დასრულებულია შიდა პერიმეტრის მოწყობა. დასრულებულია შიდა გზების, გარე განათების მოწყობაც. ასევე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის და მწვანე ტბის მოწყობა ჩვენი უპირველესი პრეროგატივა და დაინტერესებაა და ამ მიმართულებით 2018 წელს გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები“-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებთან საინვესტიციო პროექტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
გახსნის ცერემონიას კურორტ გოდერძზე ასევე ესწრებოდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.
კურორტის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობა მიმდინარეობდა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ და ვოკალური ანსამბლი „ხულო“.
კურორტზე ორი დიდი საბაგიროა, გონდოლას და ბაბლის ტიპის, 2017/18 წლის სეზონზე კი კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე კი - ზღვის დონიდან 2366 მეტრი. კურორტის განვითარების ფარგლებში 1761 მეტრიანი შიდა გზა და სანიაღვრე არხები მოეწყო, ასევე განთავსდა განათების ბოძები. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს.
კურორტ გოდერძის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. სამთო-სათხილამურო კურორტზე ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა