logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დირექტორების, ფასილიტატორებისა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებისთვის თანასწორობის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო
დირექტორების, ფასილიტატორებისა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებისთვის თანასწორობის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო
09:55 11.12.2017
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, ლიდერობის მეორე აკადემიის ფარგლებში, 1872 სკოლის დირექტორისთვის, ფასილიტატორებისა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებისთვის თანასწორობის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო.

ტრენინგმოდული მიზნად ისახავს, მონაწილეებმა გააცნობიერონ STEM საგნების სწავლებასთან დაკავშირებული გენდერული და სოციალური ბარიერები და არსებული სტერეოტიპები. მონაწილეებმა უნდა შეძლონ ამ უთანასწორობის გამომწვევი მიზეზების ახსნა და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება მათი აღმოფხვრისა და პრევენციისთვის. ტრენინგმოდულის ნაწილი, ასევე, ეთმობა სკოლაში ინკლუზიური გარემოში შექმნის საკითხებს. მონაწილეებმა უნდა შეძლონ სკოლაში ინკლუზიური გარემოს გასაძლიერებლად მონიტორინგის მექანიზმის შექმნა და უზრუნველყონ თანასწორი პირობები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მოსწავლეებისათვის.

ტრენინგები მონაწილეებს დაეხმარება შეძლონ საკუთარი სკოლების დიაგნოსტირება გენდერული და სოციალური თანასწორობის კუთხით; სკოლაში არსებული უთანასწორობის პრობლემის იდენტიფიცირება და ხელისშემშლელი მიზეზების გაანალიზება; სკოლაში თანასწორობის საკითხებზე საპრევენციო სამუშაო გეგმის შედგენა; სკოლის ინკლუზიური გარემოს დიაგნოსტირებისათვის კრიტერიუმების შექმნა და თვითშეფასება; სკოლაში ინკლუზიური გარემოს შექმნისას წარმოშობილი ბარიერების იდენტიფიცირება და გაანალიზება; სწავლა-სწავლების პროცესის ალტერნატიული გზების შემუშავება და ახალი სტრატეგიების შექმნა; მოწყვლადი ჯგუფებისადმი დამოკიდებულებებისა და ქცევის მოდელის შემუშავება; სკოლის მულტიკულტურულ საზოგადოებაში პოზიტიური ინტერაქციისათვის მშვიდობიანი თანარსებობის მექანიზმის განსაზღვრა; გოგონათა ხარისხიანი განათლების მისაღებად, STEM საგნებში, ხელოვნური და ბუნებრივი ბარიერების გაანალიზებას და გადაჭრის გზის განსაზღვრა; გენდერული და სოციალური თანასწორობისათვის სახელმძღვანელოების შერჩევის კრიტერიუმების შედგენა და სკოლის მრავალფეროვან ჯგუფებთან თანამშრომლობის მოდელის შექმნა.

ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს გრძელვადიანი ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის აგვისტოს თვიდან დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული. აკადემიის თითოეული დონის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.




ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.

ლიდერობის პირველი აკადემია 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე 1702-მა საჯარო სკოლის დირექტორმა გაიარა. მონიტორინგის შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ საჭიროებებს. ასევე, დირექტორთა 76% აღნიშნა, რომ ტრენინგმა გაზარდა მათი პროფესიული დონე.

გარდა ტრენინგებისა, პროექტის ფარგლებში დირექტორებისათვის იმართება კვარტალური შეხვედრები, ხოლო 2017 წლის სექტემბერში გაიმართა “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“, რომელზეც სკოლის დირექტორებმა ერთმანეთს გაუზიარეს აკადემიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შედეგები და პროფესიული გამოცდილება.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა