მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო,
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 12 დეკემბერს, ამავე საათებში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ იქნება შეზღუდული, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე პეკინის ქუჩაზე.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

















