დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ელექტროქსელის საიმედოობის
გაზრდის მიზნით 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა გვეტაძის, გაფრინდაულის, ყიფიანის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
14 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აკაკი წერეთლის გამზირის, აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების, 11 საათიდან 14 საათამდე სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 12 საათამდე უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლები.

















