logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო ლომჯარია: ეკონომიკური დამოუკიდებლობის არ არსებობის გამო ბევრი ქალი ითმენს ძალადობას
ნინო ლომჯარია: ეკონომიკური დამოუკიდებლობის არ არსებობის გამო ბევრი ქალი ითმენს ძალადობას
10:56 09.12.2017
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში გამართა.
სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა 2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება, ასევე, ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და დაცვის ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებლის გაზრდა. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე კვლავ პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის რის¬კის შეფასება და დამცავი მექანიზმების აღსრულების ეფექტიანი მონიტორინგი. შემაშფოთებელია ფემიციდის სიმრავლე. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 22 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 13 ოჯახში ძალადობის პირობებში იყო ჩადენილი. მაღალია მკვლელობის მცდელობის რიცხვიც, ამავე პერიოდში მომხდარი 11 შემთხვევიდან, ოჯახური დანაშაულის ნიშნებით 8 შემთხვევა გამოვლინდა.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხელი შეეწყოს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობასთან მჭიდროდ დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას. როგორიცაა ქალთა დაბალი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობა.
„ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ბევრი ქალი ითმენს ძალადობას, სწორედ ეკონომიკური დამოუკიდებლობის არ არსებობის გამო. სათანადოდ არ გვესმის ქალთა ხმა, მათი საჭიროებების, პრობლემების შესახებ. ვერ ვხედავთ ქალებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს და უპირველესად, სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა