მსახიობი დიმა ჯაიანი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის სამკურნალოდ თურქეთის რესპუბლიკაში გადაიყვანეს,
თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დიმა ჯაიანი სენაკში დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.
1973 წლიდანვე სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია. სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი ("დიდოსტატის მარჯვენა"), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი (იბსენი, "ბრძოლა ტახტისათვის"), ელიზბარ ერისთვი (გ. ბათიაშვილის, "1832") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "პირველი მერცხალი" (1975), "ოგარიოვის 6" (1980), "ვინ არის მეოთხე?" (1985), "სტალინის დაკრძალვა" (1989).
2013 წლიდან დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა კულტურის მინისტრად.

















