logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გალა-კონცერტი თბილისში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება
გალა-კონცერტი თბილისში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება
16:59 08.12.2017
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში პრესკონფერენცია გაიმართა. კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო ხუნწარიამ მედიის წარმომადგენლებს ახალი წლის გეგმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით თბილისი ნამდვილ საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. ძირითად ღონისძიებებს კი სამი სხვადასხვა ლოკაცია უმასპინძლებს - გლდანი, ვარკეთილი და ძველი თბილისი. გალა-კონცერტი, რომლის რეჟისორებიც დავით დოიაშვილი და ბასა ფოცხიშვილი არიან სამ სცენას მოიცავს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე, მხატვარი კი თამარ ფოცხიშვილია. შემოქმედებითმა ჯგუფმა დედაქალაქის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

“თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს ქართული მანებით, სპეციალურად დამზადებული სათამაშოებით მოირთვება და 15 დეკემბერს აინთება. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა საციგურაო მოედანი, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის იქნება უფასო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას გორის ქალთა გუნდი, ყველასათვის საყვარელი სიმღერით „შედრიკ“ გახსნის და, ასევე, მათთან ერთად იმღერებენ გორის, ვანო მურადელის სამუსიკო სკოლის ბავშვები, რომლებიც საახალწლო პოპურს შეასრულებენ.

გარდა ამისა, დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. აქვე იქნება კიდევ ერთი საციგურაო მოედანი და კინოთეატრი ღია ცის ქვეშ. ტერიტორიაზე მოეწყობა სახელოსნოები, ატრაქციონები, სპორტული სივრცე, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კი ყოველ დღე, 31 რიცხვის გარდა, 21:00-დან 00:00 საათამდე სხვადასხვა DJ-ები და არტისტები დაუკრავენ. გაიმართება საბავშვო კონცერტები და განთავსება კვებითი ობიექტებიც”-აღინიშნა მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

წლევანდელი საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორიც. ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სკვერებისა და პარკების მორთვაში მონაწილეობას კერძო კომპანიები მიიღებენ. გარდა ამისა დედაქალაქის ათივე რაიონში საახალწლო განწყობის შექმნაზე გამგეობები იზრუნებენ.

გალა კონცერტების რეჟისორები დავით დოიაშვილი და ბასა ფოცხიშვილი არიან, მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე, მხატვარი კი თამარ ფოცხიშვილია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა