ინფორმაციას, რომ სკოლებში უფროსკლასელთა ჩხრეკა ჩატარდა, განათლების მინისტრი
ეხმაურება.
მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, შემოწმება საახალწლო პიროტექნიკის სკოლაში შეტანასთან დაკავშირებით ტარდება და ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში ყოველწლიურად ხდება.
„ეს დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან. უბრალოდ, შემოწმება ხდება რომ სკოლაში არ შეიტანონ პიროტექნიკა. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელსაც“-განაცხადა მინისტრმა.

















