ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სადარბაზოები
დაიტბორა.
მოსახლეობა ამ დრომდე გარეთ ვერ გამოდის.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემაა გაფუჭებული.
„საკანაზლიზაციო სისტემაა ეტყობა გაფუჭებული. სადარბაზოები და ქუჩა არის სულ წყლით სავსე. ვერ ვახერხებთ ვერც ბავშვების სკოლაში წაყვანას, ვერც სამასხურში გასვლას, ვერც მაღაზიაში პურზე და წყალზე. მივმართეთ მერიას მაგრამ არავინ არ მოსულა“ - განაცხადა ადგილობრივმა.

















