მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება დაიწყება.
შემოწმების პირველ ეტაპზე აღნიშნული რეგულაცია იმ ავტომობილებს შეეხება, რომელთაც 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი აქვთ.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ავტომობილის რეგისტაციის თარიღამდე მფლობელმა მისი ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრში წარდგენა უნდა მოახდინოს.
„გადავანაწილეთ ავტომობილები კატეგორიების მიხედვით, რადგან მოხდეს თითოეულ თვეზე შესაბამისი რაოდენობის ავტოსატრანსპო საშუალების გადანაწილება ცენტრების მიხედვით. ნებისმიერ ავტომობილს გააჩნია ტექნიკუტი პასპორტი, სადაც აღნიშნულია რეგისტაციის თარიღი, თუ როდისაა ეს მანქანა რეგისტრირებული. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა ამ თარიღამდე უნდა უზრუნველყოს საკუთარი ავტომობილის ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრში წარდგენა“- განაცხადა ხმალაძემ.

















