არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის ინსტიტუტი 5 დეკემბერს საღამოს უკრაინაში,
ბორისპოლის აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-ისა და ტვ „პირველის“ ჟურნალისტების ქვეყანაში არშეშვების ფაქტზე შეშფოთებას გამოხატავს.
ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს განმარტებების გაკეთებისაკენ მოუწოდებს.
„შემაშფოთებელია, რომ ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად შეუშალეს ხელი საქმიანობის განხორციელებაში.
მედიის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს უკრაინაში, განმარტონ, რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში და რა ღონისძიებები გაატარეს ჟურნალისტების ქვეყანაში დაუყონებლივ შესვლისთვის.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება თანაბრად შეძლოს საქართველოს ყველა მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფმა“-ნათქვამია განცხადებაში.

















