logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მიხეილ ჩხენკელი ინკლუზიური განათლების საკითხებზე საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი ინკლუზიური განათლების საკითხებზე საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
15:13 06.12.2017
საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სპეციალური მასწავლებლები, სპეციალურ მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მშობელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინკლუზიურ განათლებაში არსებულ გამოწვევებს და კონკრეტულად, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების საკითხს.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ჯგუფის წევრებს ინკლუზიური განათლების განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ინკლუზიურობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. სამომავლო გეგმებში შედის სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სხვა დამატებითი მომსახურებების განვითარება.
მინისტრის თქმით, ყველა ადამიანშია შესაძლებლობები, რომელთა რეალიზება როგორც მათი ღირსეული ცხოვრების, ასევე – საზოგადოების წინსვლის წინაპირობაა. მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მოღვაწე მრავალი შშმ პირის მიღწევები ამის ნათელი მაგალითია.
ამ შესაძლებლობათა, ნიჭისა და უნარების განვითარება პირველ რიგში საგანმანათლებლო დაწესებულებათა ამოცანაა. ამდენად, ინკლუზიური, ინტეგრირებული სწავლება, ყველასათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა მისი, როგორც განათლების მინისტრის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თუმცა, ინკლუზიური განათლება ჯერაც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. დღეს უპირველესი ამოცანაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ახალგაზრდებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შემნა, სპეციალური მასწავლებლების დაფასება და ამ პროფესიის განვითარება, რაშიც სამინისტრო ძალისხმევას არ დაიშურებს თანაბარ შესაძლებლობათა გარემოს შესაქმნელად.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა