"ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოში პურის გაიაფებას ითხოვენ.
როგორც თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა,
საქართველოში ბოლო 7 თვეა არც ერთი პროდუქტი გაიაფებულა.
ჯაბა სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე მსოფლიო ბაზრის სტატისტიკაც წარმოადგინა.
როგორც იგი განმარტავს, 2008 წლიდან ხორბლის ფასმა მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია, 2011 წელს კი მსოფლიო ბაზარზე ფასი 60 პროცენტით შემცირდა.
ამის ფონზე კი, სამუშიას განცხადებით, საქართველოში ხორბლის ფასი ამ დრომდე იგივე რჩება, რადგან ფქვილის შემოტანის სფეროში მონოპოლია მოქმედებს.

















