logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე მონადირის ქუჩის რეაბილიტაციას გაეცნო
კახა კალაძე მონადირის ქუჩის რეაბილიტაციას გაეცნო
15:33 04.12.2017
თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

კალაძემ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გივი კუბლაშვილს, გადაადგილებისას შეფერხებების და ადგილობრივი მოსახლეობის დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, გზის საფარის დაგების უზრუნველყოფა უმოკლეს ვადაში დაავალა.

"მონადირის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. მოწესრიგდა კომუნიკაციები, აქ არ არსებობდა კანალიზაცია, არ არსებობდა წყლის მილები, შესაბამისად, ეს ყველაფერი, მიწისქვეშა სამუშაოები რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთებულია. ხვალიდან უკვე მივიღეთ პირობა, რომ დაიწყება ამ კონკრეტული ქუჩის მოასფალტება, შემდეგი ეტაპი კი იქნება, უკვე, ამ ქუჩაზე არსებული ჩიხების მოწესრიგება, ეს 2018 წელს გადავა და დაიწყება პროექტის განხორციელება. ზოგადად, კეთილმოწყობითი სამუშაოები ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ და განვახორციელებთ“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამ ეტაპზე, დასრულებულია წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობა, რომლითაც 100-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში, 3 289 მეტრზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

მონადირის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ვიაიპი+“ ახორციელებს და სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 836 404,92 ლარია გამოყოფილი.

დედაქალაქის მერის დავალებით, გზის საფარის დაგება მონადირის ქუჩაზე ხვალიდან დაიწყება.

მონადირის ქუჩაზე დღეს თბილისის მერთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილიც იმყოფებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა