საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო
გზის 44-ე კმ-ზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

















