საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ხორავას ქუჩაზე გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული
მეორე მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ, ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა იმედი, რომ მოხერხდებოდა მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა.
სამწუხაროდ, არაერთი ექიმის თავდაუზოგავი, ოცდაოთხსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ოჯახმა, მეგობრებმა, მთლიანად საზოგადოებამ კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დავკარგეთ.
ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.
სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია"-ნათქვამია მინისტრის სამძიმრის წერილში.

















