ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის ორგანიზებით, ცაგერში თურქულ-
ქართული სმენის ცენტრის -,,სისერი" და ,,ჰელიქსი"(ხელმძღვანელი ფარუქ ჰამბა კოლოტაშვილი) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მედიკოსებმა 30 პაციენტს უფასო კვლევები ჩაუტარეს-აქედან 12 ბენეფიციარს გადაეცა სასმენი აპარატი. ცაგერის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, 10 პაციენტს, რომელთაც ესაჭიროებათ აღნიშნული აპარატები, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამიდან დახმარება გაეწევათ.
კვლევებს პროფესორი მერაბ ხვადაგიანი აწარმოებდა.

















