საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)
წარმომადგენელთან საქართველოში ლაილა ომარ გადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები.
ლაილა გადმა დადებითად შეაფასა სამინისტროს ძალისხმევა ბავშვთა უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. მიხეილ ჩხენკელმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის ოფისს გაწეული დახმარებისა და ჩართულობისთვის საქართველოში ბავშვთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების პროცესში.

















