logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში უფასო ფულის კეთების ახალი სქემა ამუშავდა?
საქართველოში უფასო ფულის კეთების ახალი სქემა ამუშავდა?
14:27 29.11.2017

გულგრილობა თუ EASYLOAN.GEისა და BILETEBI ONLINEის აფიორა“?


 

CRIS NORMAN-ის კონცერტი , რომელიც  თბილისის სპორტის სასახლეში 10 დეკემბერს იყო დანიშნული ჩაიშალა. თავისთავად ეს ფაქტი  საყურადღებო ვერ გახდებოდა რომ არა ორგანიზატორების მხრიდან თანამდევი, რბილად რომ ითქვას,  გაუგებარი  საქციელი. საქმე ის არის, რომ ორი თვის მანძილზე TKT.GE-ის მიერ გაყიდული ბილეთები და გადახდილი საკომისიო თანხები, მიუხედავად რამდენიმე გზის დაპირებისა, რომ თანხების უკან დაბრუნება ორ კვირაში მოხდებოდა, დღემდე არ მომხდარა.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, კონცერტის ორგანიზატორად ონლაინ სივრცეში წარმოჩენილი იყო არის ონლაინ სესხების კომპანია EASYLOAN.GE.

ჩაშლილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხების უკან დაბრუნების პროცესის არაადეკვატურად გაჭიანურებამ, ბუნებრივია მრავალი კითხვა გააჩინა. უკვე მესამე კვირაა რაც მოტყუებული მომხმარებელი კატეგორიულად ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას საკომისიოს ჩათვლით და აღშფოთებას, ჯერ-ჯერობით, სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატავს.

კითხვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მომხმარებლებს მკაფიოდ არ პასუხობენ, თუ ვინ არის რეალურად კონცერტის ორგანიზატორი.

მართალია TKT.GE-იმ ორგანიზატორად EASYLOAN.GE დაასახელა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მას გადააბარა, EASYLOAN.GE- იმ თავის მხრივ , პასუხისმგებლობას თავი აარიდა და დაზარალებული პირები ფაქტობრივად გაურკვეველ FB გვერდზე – BILETEBI ONLINE-ზე  გადაამისამართა … BILETEBI ONLINE–ს, რამდენადაც ირკვევა, ვებგვერდი არც კი გააჩნია.

newspress.ws.com.genewspress.ws.com.ge

TKT.GE-ის ოფიციალურ „ფეიჯზე“ BILETEBI ONLINE.GE -კონტაქტზე უკვე აღარ გადის  და დაზარალებულების მიერ მისი მისამართით დასმულ კითხვას,თუ რატომ გაუქმდა კონცერტი, კონკრეტულ პასუხს არ სცემს. იმით შემოიფარგლება, რომ ინფორმაცია, თურმე ნუ იტყვით, ”კონფედიციალური” ყოფილა… პირად სასაუბროში ერთ-ერთ დაზარალებულთან კონცერტის ჩაშლის მიზეზებზე ცოტა მეტს საუბრობს, თუმცა ვითარება კიდევ უფრო  ბუნდოვანი ხდება. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, BILETEBI ONLINE  უარგუმენტობის გამო მუქარაზეც გადადის…
newspress.ws.com.ge

აქ საგულისხმო სწორედ ის არის, რომ  საუბარში ნახსენებია CHRIS REA, რომლის კონცერტი დაგეგმილია 30 დეკემბერს სპორტის სასახლეში და ბილეთების ნაწილი აქაც უკვე გაყიდულია. ზემოთაღნიშნულ კომენტარში EASYLOAN.GE იმასაც ამბობს , რომ ის არ არის ორგანიზატორი და მისი სახელის გამოყენებით ხდებოდა მომღერლის ჩამოყვანა. ასევე გარკვევით წერს , რომ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას იღებს CHRIS REA-ს ორგანიზატორი და ასეთად BILETEBI ONLINE-ის მისამართს უთითებს.

სახეზეა სრული გაუგებრობა და მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მომხმარებლებს უჩნდებათ გონივრული ეჭვი, რომ  30 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტსაც 10 დეკემბერს დაგეგმილი CRIS NORMAN-ის კონცერტის ბედი ეწევა. მით უმეტეს, რომ როგორც ირკვევა, CHRIS REA-ის ოფიციალურ საიტზე საქართველოში დაგეგმილი კონცერტი საერთოდ არ არის მითითებული… როგორც დაზარალებულები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მათ მიწერილი აქვთ CHRIS REA-ის ოფიციალურ გვერდზე კითხვა – აქვს თუ არა მომღერალს დაგეგმილი 30 დეკემბერს საქართველოში კონცერტი და ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება CRIS NORMAN-ის კონცერტზე ბილეთების შეძენით დაზარალებული მომხმარებლების მდგომარეობა, რომლებმაც დღემდე არ იციან როდის დაუბრუნდებათ გადახდილი თანხები.

newspress.ws.com.genewspress.ws.com.genewspress.ws.com.ge

თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩაშლილი კონცერტის ორგანიზატორად იკვეთება ონლაინ სესხების კომპანია EASYLOAN.GE, ამ წუთისთვის მოტყუებულ მომხმარებლებში  ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, ხომ არ იყენებს ეს ორგანიზაცია მათ მიერ ბილეთებში გადახდილ თანხებს უფასო ფინანსურ რესურსად საკუთარი საკრედიტო საქმიანობისთვის და ხომ არ გვაქვს საქმე თაღლითობის დახვეწილ სქემასთან?!  – ამ კითხვაზე პასუხი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის საქმეა და რამდენადაც დაზარალებული მომხმარებლები აცხადებენ, ამ კითხვით ისინი აპირებენ ფინანსური პოლიციისადმი მიმართვას.

P.S. ფეისბუქ მომხმარებლების ფოტოები და სახელები დაფარულია რედაქციის მიერ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა