logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა კალაძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
კახა კალაძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
17:47 28.11.2017
თბილისის მერი კახა კალაძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და შეჯიბრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით იმართება, დღეს დიღომში მდებარე სპორტკომპლექს „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

დედაქალაქის მერმა სპორტული ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება უსურვა და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობასა და მის პოპულარიზაციაზე ისაუბრა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. შესაბამისად, თითოეული მსგავსი ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს მასში ჩართული. თბილისის მერიის მხრიდან ამ მიმართულებით, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა იქნება, რადგან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2018 წლის მასპინძელი ჩვენი დედაქალაქია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „ვითიბი ბანკს“ თანადგომისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია. ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს ღონისძიებაში 1700 სკოლის 100 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. ოლიმპიადა სპორტის ცხრა სახეობას აერთიანებს. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.

გასულ წელს, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპინძლა, ხოლო 2017-2018 წელს აღნიშნული საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო, რომლის აღსანიშნავადაც, სიმბოლურად, ოლიმპიადის დროშა თბილისის მერს გადაეცა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა