ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დღეს, 29 ნოემბერს თბილისის ნაწილს
ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების და ასმათის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
12 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

















