logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქარვასლაში ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება „ქართული ჩაი 170 წლისაა“ გაიმართა
ქარვასლაში ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება „ქართული ჩაი 170 წლისაა“ გაიმართა
17:19 27.11.2017

„საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, ქარვასლაში ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება „ქართული ჩაი 170 წლისაა“ გაიმართა.
ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა ჩაის მწარმოებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიებმა მიიღეს. ღონისძიებას სპეციალურ სტუმრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობის, ჩაის ინდუსტრიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გამოსვლაში დავითაშვილმა ქართული ჩაის აღორძინებაზე ისაუბრა.
საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი იანჩი; საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი; პეკინის სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჩენ კუოჭანი; ხანთანიუენის საერთაშორისო ჰოლდინგის პრეზიდენტი კუო ჭ’ხუნი; აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს ხელმძღვანელი ლუ ძიენჭუნი. ასევე, ლიუ ძძუინჭოუს (ჩინელი მეწარმე, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში ჩაის კულტურის განვითარებას) შვილთაშვილი, ლიუ ჩი.
საიუბილეო ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გახსნა. საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიის შესახებ პრეზენტაციები „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტებმა გააკეთეს. გამომსვლელებმა საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარებისა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი სტრატეგიული გეგმების შესახებ ისაუბრეს.
„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტი ქართული ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარება და კომერციალიზაციაა. ფონდი ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ჩაის ინდუსტრიის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ჩაის მწარმოებელთა ლიდერ ოთხეულში შედიოდა. მაშინ უფრო მეტი ჩაი მხოლოდ ჩინეთში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში იკრიფებოდა. ეს ფაქტი მხოლოდ დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა. ძველი დიდებისგან კი უმეტესწილად გატყევებული ჩაის პლანტაციები დარჩა. დღეს ჩაის ინდუსტრია ერთეული კომპანიების ძალისხმევაზე დგას და ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. ქართული ჩაი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ უნდა მოექცეს და საქართველო ისევ უნდა გახდეს ჩაის ექსპორტიორი ქვეყანა“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელი ქართული ჩაის საიუბილეო თარიღია. ჩინური ჩაის ბუჩქები საქართველოში 170 წლის წინ დაირგა. თუმცა, ჩაის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 1809 წელს მამია გურიელმა გამოხატა და საკუთარ ბაღში ჩაის ბუჩქი დარგო. ქართული ჩაის ინდუსტრიული ისტორია 1847 წლიდან იწყება. ჩაის პირველი ჩინური ბუჩქები ოზურგეთში, სააკლიმატიზაციო ნაკვეთში დაირგა, რომელიც სოჭის ბოტანიკური ბაღიდან გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის განკარგულებით გადმორგეს. 1893 წელს ლაუ ჯონ ჯაუ-მ საქართველოში მონო პლანტაციები გააშენა. საერთაშორისო აღიარება ქართულმა ჩაიმ პირველად 1900 წელს, პარიზში მოიპოვა , სადაც იგი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
„საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიერ გამართული ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიეიბის ფარგლებში, საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის ღვაწლმოსილი სპეციალისტები დააჯილდოვეს.
ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების „ ქართული ჩაი 170 წლისაა“ მხარდამჭერია საქართველოში ჩაის მწარმოებელი კომპანია „გურიელი“.











 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა