ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს
თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომის დაწყების წინ, დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეო-გრანდში“ განვითარებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მომავალი კვირის სამომავლო გეგმები განიხილეს.

















