სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გაუქმების მოთხოვნით, სტუდენტებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განცხადება შეიტანეს.
როგორც "ნიუსპრესს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ოთარ ლორთქიფანიძემ განუცხადა, სწავლის საფასურის გაუქმებასთან ერთად, მათი მთავარი მოთხოვნა იმ 10 000 სტუდენტისთვის სწავლის გაგრძელების უფლების აღდგენაა, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსი გაუუქმდათ.
მისი თქმით, აღნშნული მოთხოვნებით ხვალ განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართება.

















