ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტ შიო მუჯირისთვის პატრიარქის გადაწყვეტილება მის
მოსაყდრეობასთან დაკავშირებით, მოულოდნელი იყო.
როგორც ის აცხადებს, აღნიშნული მძიმე ჯვარია და იმედი აქვს უწმინდესის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის.
„ჩემთვის იყო სრულიად მოულოდნელი. ძალიან ვღელავ. მეორეს მხრივ, ძალიან დიდი სიხარულია, რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა წილად. ეს უდიდესი ჯვარია. იმედი მაქვს ღვთის მადლის შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობისა და უწმინდესობის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია ამ მსახურებისთვის. დღეს არის გასნაკუთრებული ვითარება. მსგავსს ვერ ვიხსნებ, რომ მომხდარიყოს. უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ვალდებულებები როგორი იქნება“-განაცხადა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორემ დღეს შიო მუჯირი საკუთარ მოსაყდრედ დაასახელა.

















