პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი
დაასახელა.
გადაწყვეტილება დღეს თავად ილია მეორემ ქაშუეთის ტაძარში წაიკითხა.
პატრიარქს შეუძლია მას მოვალეობის შესრულება გადასცეს. მოსაყდრე დაეხმარება თავისი მწყემსმთავრული მოვალეობის შესრულებაში.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს.

















