დღეს კიდევ ერთი საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 600-ზე მეტ ბავშვს მონათლავს, მათ შორის 300-მდე პატარა მაღალმთიანი აჭარიდანაა.
მანამდე პატრიარქი ქაშუეთის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულთან დაკაშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.
გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 6 მაისს, წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს, მისი წამების დღეს.

















