logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს
კახა კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს
16:11 21.11.2017
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნარჩენების მართვის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

როგორც დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება აუცილებელია.

„ნარჩენების მართვის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ნაკისრი და ჩვენც იმ დონეზე ვართ მისული, რომ ამ კუთხით რეფორმების განხორციელება აუცილებელია. აუცილებელია, ნარჩენების სეპარირება განხორციელდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეიცვალოს და გამოსწორდეს. ლილოს ნაგავსაყრელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ კი აღნიშნა, რომ არსებობს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ნაგავსაყრელის მოწესრიგება.

„თავის დროზე, პოლიგონი მოეწყო ისე, რომ არანაირი ნებართვა არ ჰქონდა. შესაბამისად, ის საქმიანობა, რაც ახლა მიმდინარეობს, პირველი და მეორე უჯრედის მოწესრიგებას, მესამე უჯრედის დამატებას, გაზშემკრების მოწყობასა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ისახავს მიზნად, რათა ერთი მხრივ, მდინარის დაბინძურება ავირიდოთ თავიდან, ხოლო მეორე მხრივ, მეთანის აკუმულირება მინიმუმამდე დავიყვანოთ, რომელიც ორმაგ საფრთხეს შეიცავს. მომდევნო წლის განმავლობაში, მაქსიმალური ენერგია იქნება მიმართული იქითკენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის პოლიგონზე ეფექტიანად განხორციელდეს, რომ ის პრობლემები, რომელიც უნებართვო საქმიანობამ გამოიწვია, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე მაია ბითაძესთან ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა