logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კოსტავას ქუჩაზე ხეების ირგვლივ ასფალტის დაგებასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს
კოსტავას ქუჩაზე ხეების ირგვლივ ასფალტის დაგებასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს
18:45 20.11.2017
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ნარგავების მიჯრით ასფალტის საფარის დაგებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ნიუ როუდ გრუპმა“ მერიის შეკვეთის შესრულებისას შეცდომა დაუშვა, რა დროსაც, ასფალტის საფარის პირველი ფენა უშუალოდ ხეების ირგვლივ დააგო. მას მწვანე ნარგავების ასფალტის საფარისგან სასწრაფოდ გათავისუფლების მითითება მიეცა, რაც უმოკლეს ვადებში შესრულდა. აღნიშნულ პროცესში ხეები - როგორც შტამბები, ასევე ფესვები არ დაზიანებულა.

კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა. ადრე, იქ ავტომობილები პირდაპირ ტროტუარზე ჩერდებოდნენ, რითაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება მოუხერხებელი და საფრთხის შემცველი იყო. ხეებს შორის არ იყო მწვანე ნარგავები ან გაზონი. ამიტომ, ავტომანქანების პარკირების ადგილის ცივილურად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოწყობა ერთი მხრივ, ქვეითთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და მეორე მხრივ, მძღოლების ინტერესებსაც ითვალისწინებს.

საპარკინგე ადგილი გზის დონეზე ეწყობა და იგი ტროტუარისგან ბორდიურით არის გამიჯნული. ქვეითთათვის ძირითად პერიმეტრზე შენარჩუნებულია შვიდი მეტრის სიგანის ტროტუარი, ხოლო ტექნიკური ინივერსიტეტის შენობის გასწვრივ - სამი მეტრის სიგანის. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ხეების ბორდიურებით შემოსაზღვრაა გათვალისწინებული, რაც უკვე შესრულებულია. პარკინგი 45-გრადუსიანი კუთხით განთავსებულ მინიმუმ 43 ავტომობილს დაიტევს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა